შენგენის ზონის ქვეყნებიდან ქართველები ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს 2018 წლის დეკემბრის სტატისტიკაშია მოცემული.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 7 914 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც 4 039 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 679 გასვლით პოლონეთია. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს საბერძნეთი და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 3 474 და 2 923 გასვლით. საქართველოს მოქალაქეთა გასვლების ასევე დიდი რაოდენობა - 2 658 და 2 425 დაფიქსირდა ესპანეთისა და ავსტრიის მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს და საქართველოდან გამგზავრებულთა რაოდენობას, სტატისტიკა ასე გამოიყურება: