ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ღამის ეკონომიკის განვითარებას აპირებს. ამის მიზეზია, ხელი შეეწყოს როგორც დიდი სავაჭრო ცენტრების, ასევე პატარა მაღაზიების მუშაობის გახანგრძლივებას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.
იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელმაც ღამის ეკონომიკის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება - განაცხადა პეკინის მერმა ჩენ ცზინინმა წლიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მაღაზიების გარდა, მერია ასევე გეგმავს რესტორნებისა და კაფეების ამუშავებას 24-საათიან რეჟიმში. ამავდროულად კი, ხელს შეუწყობენ პეკინში მსოფლიოს ახალი ბრენდების გამოჩენას და ადგილობრივი ტრადიციული ბრენდების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ პეკინში დიდი სავაჭრო ცენტრები 10 საათამდე მუშაობენ, რაც განასხვავებს მას სხვა მსხვილი ჩინური ქალაქებისგან. მერია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ინიციატივა მოხმარებას გაზრდის.
ცნობისათვის, პეკინის მთლიანი რეგიონალური პროდუქტი 2018 წელს 6,6%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი ზრდის ორიენტირია 6-6,5%-ის დიაპაზონში.