აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უნივერსიტეტის საფეხბურთო კლუბის - Clemson Tigers მიღებისთვის 300 ბურგერი შეუკვეთა. როგორც აღმოჩნდა, თეთრ სახლში ე.წ „შათდაუნის“ გამო, მზარეულების ნაკლებობას უჩივიან. შესაბამისად, პრეზიდენტმა სწრაფი კვების ობიექტიდან ბურგერები, პიცა და „კარტოფილი ფრი“ შეუკვეთა.
„ეს ყველაფერი „შათდაუნის“ გამო... ჩვენ მოგვიწია სწრაფი კვების პროდუქციის შეკვეთა, რომლის საფასურიც პირადად მე გადავიხადე“,- განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ე.წ „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო უწყებებისთვის დაფინანსების შეწყვეტას. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც „დემოკრატებმა“, რომლებიც კონგრესისი ქვედა პალატას აკონტროლებენ, უარი თქვეს მექსიკის საზღვართან კედლის აშენებაზე. ამ პუნქტზე შეუთანხმებლობის გარეშე კი, ტრამპის მომხრეები ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობენ.
მანამდე, სანამ „შათდაუნი“ გრძელდება, სხვადასხვა დეპარტამენტის დაახლოებით, 800 000 თანამშრომელი ხელფასისი გარეშე რჩება. მათგან ზოგიერთი თანამშრომელი უხელფასო, იძულებით შვებულებაშიც კი გავიდა.
„ჩვენ გვაქვს პიცა, 300 ბურგერი და ბევრი შემწვარი კარტოფილი - მთლიანობაში, ყველა ჩვენი საყვარელი კერძი“, - განაცხადა ტრამპმა ფეხბურთელებთან ვახშმის შემდეგ.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, რომელია მისი ყველაზე საყვარელი სწრაფი კვების კერძი, ტრამპმა უპასუხა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. თუმცა, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა თანხის გადახდა მოუწია შეკვეთაში. მან უბრალოდ აღნიშნა, რომ „შათდაუნის“ გამო, მას არ სურდა ფერხბურთელებთან შეხვედრის გადადება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ორშაბათს, ტრამპმა ფერმერებთან შეხვედრის დროს მექსიკის კედლის აშენების პირობა დადო.
„როდესაც საქმე ეხება ამერიკელების უსაფრთხოებას, მე უკან არასოდეს ვიხევ“,-განაცხადა ტრამპმა.
ორშაბათსვე, პენტაგონმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე, მექსიკის საზღვართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება. თუმცა მანამდე, ეს ვადა 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დათქმული.