ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ბრექსიტის შეთანხმების ჩაგდების შემდეგ გირვანქა სტერლინგი გამყარდა

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა, ეროვნულმა ვალუტის კურსმა ვარდნა შეაჩერა.

გუშინ საღამოდან ბრიტანულმა გირვანქა სტერლინგმა გამყარება დაიწყო. როგორც გაზეთი Financial Times-ი განმარტავს, ეს დინამიკა პირდაპირ მიება კენჭისყრის შედეგებს და პასუხობდა ბაზრის მოლოდინებს, რომელსაც არ უყვარს სიურპრიზები.

„ეს ისტორიული მარცხი უკვე იყო ჩადებული გირვანქას ღირებულებაში. სამშაბათს მთელი საღამოს განმავლობაში, ყურადღების ფოკუსირება მოხდა ევროკავშირის წევრობის შენარჩუნებაზე და ბრექსიტის სცენარის თავიდან არიდებაზე“, - მოჰყავს გამოცემას დერეკ ჰალპენის სიტყვები, რომელიც არის საბანკო გლობალური ბაზრების კვლევითი ორგანიზაციის დირექტორი.

„ერთადერთი, რასაც ახლა გირვანქა სტერლინგის კრახი შეუძლია, ეს არის, რამდენად წარმატებული იქნება ხმის მიცემა უნდობლობის ვოტუმში“ - აცხადებს კიდევ ერთი მკვლევარი სტივენ გალო.

მანამდე კი ინგლისის ბანკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გირვანქას კურსი დაეცემოდა 25%-ით, თუ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდებოდა - საბოლოო შეთანხმების გარეშე და გარდამავალი პერიოდის უქონლობის დროს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა. შეთანხმებას ხმა 202-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 432 წევრი წავიდა.

კოკა კვირკველია