დავით უსუფაშვილი ბიზნესმენებს - „თქვენ რომ დასაკარგი გაქვთ, მაგას უფრთხილდებით და ხმას დროზე არ იღებთ“

„თუ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ადამიანი რომელიც თავის უფლებებს იცავს, მარტივი არ არის რომ ვერ გამოძვრეს სიტუაციიდან“,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფასვილმა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაზის საქმეზე კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

"რამდენმა ხელისუფლებამ უნდა გადაუარ-გადმოუაროს ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ასე, ჩვენ რაღაც დასაკარგი გვაქვს. ე, ბიჭო, თქვენ რომ დასაკარგი გაქვთ და მაგას უფრთხილდებით და ხმას დროზე არ იღებთ არც შევარდნაძის კორუფციაზე, არც სააკაშვილის ძალადობაზე, არც დღევანდელ უბედურებებზე - ფარცხალაძეებზე და ა.შ. . ამ დარდს და ვარამს კი იმით იკლავთ, რომ მალდივის კუნძულებზე ისვენებთ, ან ავტომობილს იცვლით. ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ ?! ამას მხოლოდ ხაზარაძეს არ ვეუბნები, არამედ ბევრს ეხება - ვის შეუძლია თუ არა თქვენ" - განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში".

თაია არდოტელი