"რომელ სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, როდესაც მთავრობაში, უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ეკონომისტი იყო, არის ნოდარ ხადური".
ამის შესახებ ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„სიღარიბის დაძლევისთვის საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს შესაბამისი ხედვა, რომელსაც მთავრობის მიერ მიღებული ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება დაექვემდებარება. მაგრამ ასეთი ხედვა ჯერ არ არსებობს. სიღარიბე არის სოციალური პრობლემა, საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური საფუძვლებით და როდესაც პრობლემას ეკონომიკური საფუძველი აქვს, ეკონომიკური ხედვის გარეშე მას ვერ დაამარცხებ.
ეს ხედვა კი ეკონომისტებმა უნდა შეიმუშაონ. მთავრობაში კი წამყვან თანამდებობაზე ეკონომისტები უბრალოდ არ არიან, ამიტომ რომელ სიღარიბის დაძლევაზე ან სხვა ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაზეა საუბარი. კურიოზული შემთხვევაა, რომ პრაქტიკულად ამ მთავრობაში უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ეკონომისტი იყო, არის ნოდარ ხადური" - განაცხადა პაპავამ გადაცემაში "360 გრადუსი".