დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი.

ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.

„ყველა, ვინც მოგვმართა, უზრუნველყოფილია საკვებითა და თავშესაფრით. სასტუმროებში გამგეობების თანამშრომლები მორიგეობენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებული კორპუსიდან საკუთარი ნივთების გამოტანა 46–მა დაზარალებულმა შეძლო.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

„სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი“ - ენერგოომბუდსმენი დიდი დიღმის აფეთქებაზე
„ქალაქი ნაღმზე ზის - კომპანიებმა მოსახლეობისთვის  უსაფრთხო გაზმომარაგება უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ გვექნება აფეთქებები“
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი