2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 165.2 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 34.5 მლნ ლარით შემცირდა.
კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 199.7 მილიონი ლარი იყო. ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 27.8 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 35.8 ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში 12.1 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 12 მილიონი ლარი იყო.