სასტუმრო Henn na Hotel-ის ხელმძღვანელობამ („უცნაური სასტუმრო“) დასაქმებული პირების რაოდენობა „შეამცირა“. სამსახურიდან გაუშვეს რობოტები. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
სასტუმრო იაპონიის ქალაქ სასებოში 2015 წელს გაიხსნა და შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც პირველი სასტუმრო მსოფლიოში, რომელსაც რობოტები ემსახურებიან.
„ამ დროისთვის სასტუმრომ წუნი დასდო 243 რობოტს, მეტწილად იმის გამო, რომ ისინი უფრო მეტად ქმნიდნენ პრობლემას, ვიდრე აგვარებდნენ მას“, - წერს გამოცემა.
როგორც სასტუმროს მთავარმა მმართველმა ტაკეოსი ოიმ განაცხადა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტექნოლოგიები სწრაფად ძველდებიან. მისი თქმით, მფლობელები ამ რობოტების მოდერნიზებას ფიქრობდნენ, მაგრამ ნაწილების მიხედვით მათი განახლება კომპანიას ძვირი დაუჯდება.
რაც შეეხება მათ მიერ შექმნილ პრობლემებს, გამოცემა წერს, რომ ყველაზე ხშირად ეს იყო მათი მხრიდან სტუმრების უდროო დროს გაღვიძება მიმართვით - „რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ ისინი უმარტივეს თხოვნასაც კი ვერ ასრულებდნენ, ისეთებსაც კი, რომლის მოგვარება სმარტფონის ხმოვან ასისტენტებს შეუძლიათ. სტუმრებისთვის ასევე გაუგებარი იყო, როგორ უნდა გაეთიშათ რობოტები. ამასთან, პრობლემა იყო ისიც, რომ რობოტები ჩანთების მიტანას მხოლოდ 20 ნომრამდე ახერხებდნენ, მაშინ, როცა სასტუმროში მათი რიცხვი იყო 100. გარდა ამისა, რობოტები სხვა დავალებებსაც ვერ ასრულებდნენ, შედეგად კი კომპანიამ ისინი უბრალოდ „გაათავისუფლა“ სამსახურიდან.