რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში - ექსპერტის დეტალური განმარტება

ენერ­გე­ტი­კოს გია არა­ბი­ძის თქმით, დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­სხვავ­დე­ბა ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ნო­ემ­ბრის თვე­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის­გან, რო­მელ­საც დედა-შვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"ეს ავა­რია რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­სხვავ­დე­ბა ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის­გან. გა­ზის აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გა­ზის კონ­ცენ­ტრა­ცია 9%-ის ფარ­გლებ­შია. ეს კონ­ცენ­ტრან­ცია სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­დეს.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 ჯერ ხდე­ბა აფეთ­ქე­ბუ­ლი გა­ზის გა­ფარ­თო­ვე­ბა. ეს არის უზარ­მა­ზა­რი ძალა! დიდ დი­ღომ­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს, რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ აქ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო იმა­ზე დიდი, ვიდ­რე ფო­ნი­ჭა­ლა­ში იყო, რად­გან ფო­ნი­ჭა­ლა­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა - ორი სარ­თუ­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ.

აქ სა­კი­თხი დგე­ბა ასე: რა­ტომ მოხ­და გა­ზის გა­ჟონ­ვა? სა­ი­დან მოხ­და? რა­ტომ დაგ­როვ­და? თუ ვთქვათ შემ­თხვე­ვით გა­ზ­ქუ­რა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბო­და გა­ზ­ქუ­რი­დან გა­მო­მა­ვა­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ მი­ეღ­წია აფეთ­ქე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ­დე. აქ აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა, რომ არ არის ერ­თბა­შად შე­სუ­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ეს მოხ­და თან­მიმ­დევ­რუ­ლად - გროვ­დე­ბო­და, გროვ­დე­ბო­და და მი­აღ­წია აფეთ­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ­დე. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ რო­გორც "ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან, ასე­ვე მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის მხრი­დან. მე­ზობ­ლებ­მა სუნი იგ­რძნეს და ეს სუნი ხომ გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბო­და სახ­ლში? რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა და რა­ტომ ვერ იგ­რძნეს სახ­ლში მცხოვ­რებ­ლებ­მა ეს სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა­ტომ არ მი­ი­ღეს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი, გა­უ­გე­ბა­რია.

მარ­თა­ლია, გა­მო­ი­ძა­ხეს ბი­ნად­რებ­მა "ყა­ზტრანსგა­ზის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უნდა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ მათ: თუ ისი­ნი მი­იყ­ვა­ნეს ღია სივ­რცე­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ გა­ზის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ და­ნად­გარ­თან, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც არის წნე­ვის დაგ­დე­ბა (ამ ად­გი­ლას ყო­ველ­თვის ხდე­ბა გა­ზის გა­ჟონ­ვა და ყო­ველ­თვის არის სუნი და ხმა­უ­რი), თუ ის ჩათ­ვა­ლეს გა­ზის კე­რად, მა­შინ იქ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არა­ფე­რი იყო. თუ "ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ კორ­პუს­ში და აყვნენ კი­ბე­ებს და ლიფ­ტის შახ­ტას, ისი­ნი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ სა­თა­ნა­დო ხელ­სა­წყო­ე­ბით, რო­მე­ლიც გიჩ­ვე­ნებს რა რა­ო­დე­ნო­ბის გა­ზია, რო­გორ იც­ვლე­ბა მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ. მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ენა­ხათ კერა, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და გა­ზის გა­მო­ჟონ­ვა და უნდა მი­ე­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. იხილეთ სრულად

„თუ „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება"
„შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის"
"მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს"