„ფეისბუკმა“ გამოაცხადა, რომ ასობით ჯგუფი და გვერდი დახურა, რომლებიც რუსეთში არის შექმნილი და „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ კოორდინირებულ ქმედებებშია შემჩნეული.
„ფეისბუკის“ კიბერუსაფრთხოების სამსახურის შეფმა ნეთანიელ გლაიხერმა განაცხადა, რომ დაფიქსირებულია ორი განსხვავებული ოპერაცია, რომლებიც რუსეთიდან არის მართული. მათგან ერთი აღმოსავლეთ ევროპაზე მუშაობს, მეორე კი - უკრაინაზე.
კომპანია აცხადებს, რომ საერთო ჯამში, ფეისბუქზე 364 გვერდი და ფურცელი დახურა, რომლებიც პირველი რუსული ქსელისგან იმართება. ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირებენ. ყველა დახურული გვერდი, რუსულ ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის რჩევით, დახურა „ფეისბუქის“ 107 გვერდი, ფურცელი და ჯგუფი, ასევე ინსტაგრამის 41 გვერდი, რომლებიც რუსეთში შეიქმნა და უკრაინაში ოპერირებს.
„ამ გვერდბსა და ოპერაციებს შორის კავშირის დადგენა ვერ შევძელით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შემთხვევაში, მსგავსი ტაქტიკაა გამოყენებული. ისინი ქსელში ისეა ჩართული, რომ ვერავინ გაიგებს, ვის მიერ და რისთვის არის შექმნილი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.