“იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე, პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან - ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობა განახევრებულია”

“იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე, პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან - ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობა განახევრებულია”.

ამის შესახებ სასტუმრობისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ალავერდაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ყველას, ვინც საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს აკრიტიკებდა: შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, სასტუმროების ფასები იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში თითქმის განახევრდა. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც იგივენაირად განახევრებულია. ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე თვითონაც და რუსეთმა დიდი სიამოვნებით ხელი შეგვიწყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან. ირანელები და არაბები ამაყად გავყარეთ. დიდად სხვა ქვეყნების ტურისტები ამ არასეზონზე ისედაც არ გვწყალობდნენ და ვუყუროთ ეხლა ერთმანეთს და სტატისტიკას. იმედია ეს ზამთარი მალე გაივლის,“-წერს ალავერდაშვილი.