იმ დროს, როდესაც მსხვილი ეკონომიკის ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი და იაპონია, გამოირჩევიან მილიონერების ყველაზე დიდი წილით, მდიდარი მოსახლეობის ზრდის ტემპებით განვითარებადი ქვეყნები ლიდერობენ.როგორც CNBC Wealth-X-ზე დაურდნობით წერს, ეს ქვეყნებია აფრიკიდან, აზიიდან და ევროპიდან.
კვლევა 540 ათასზე მეტი მსხვილი კაპიტალის მქონე პირის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, რომელთა ქონება შეადგენს 1-დან 30 მილიონამდე დოლარს, და ასევე მოიცავს მომდევნო ხუთი წლის ზრდის პროგნოზს. მასში გათვალისწინებულია არსებული კეთილდღეობის დონე, მოსახლეობის ზრდის ტემპის შეფასება და სამომავლო საინვესტიციო შესაძლებლობები.
აღნიშნული პარამეტრების მიხედვით 2023 წლისთვის ლიდერი იქნება ნიგერია, სადაც წლიური ზრდა გათვლილია 16,3%-ზე. მეორე ადგილზეა ეგვიპტე 12,5%-იანი ზრდით, მესამეზე კი ბანგლადეში 11,4%-ით. ხუთეულში შედიან ვიეტნამი 10,1%-ით და პოლონეთი 10%-ით. რეიტინგის ათეულში ასევე მოხდვნენ ჩინეთი +9,8%, კენია +9,8%, ინდოეთი +9,7, ფილიპინები +9,4 და უკრაინა +9,2%.
კეთილდღეობის ზრდის წყაროები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს ამ კეთილდღეობის მოპოვება ექსპორტის ხარჯზე შეეძლებათ.
ამ დროისთვის მდიდარი მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა ფიქსირდება ბანგლადეშში. მისი წარმატება სწრაფი ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაზრდის შედეგად ხდება.
ვიეტნამი, ფილიპინები, ინდოეთი და კენია ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალში შედიან, სადაც ასევე საგრძნობია სტრუქტურული ინვესტიციები.
უკრაინა და პოლონეთი კი საკუთარი კეთილდღეობის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში განვითარებით ახსნიან.