ჩვენი მიზანია, რომ თბილისი პარიზის მერე ვაქციოთ მეორე არბიტრაჟის ცენტრად ევროპაში და პირველ არბიტრაჟის ცენტრად რეგიონში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ჩემთვის დეკემბერი იყო განსაკუთრებული თვე, ვინაიდან 20 დეკემბერს, როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრმა მოაწერა ხელი ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს და ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვექნება საშუალება ჩვენი კანონმდებლობის ადაპტირება მოვახდინოთ საერთაშორისო არბიტრაჟის ნორმების გათვალისწინებით იმ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვაქვს, რომ თბილისი პარიზის მერე ვაქციოთ მეორე არბიტრაჟის ცენტრად ევროპაში და პირველ არბიტრაჟის ცენტრად რეგიონში. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ თამასას ქართული სახელმწიფო პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, საერთაშორისო ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულების თვალსაზრისით აწევს ყველაზე მაღალ დონეზე,- განაცხადა ბახტაძემ.