ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 დოლარი იყიდა

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ეს ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული უკვე მეოთხე სავალუტო აუქციონია. ამ პერიოდის განმავლობაში სებ-მა ბაზრიდან უკვე 55 მლნ დოლარი ამოიღო.