„ქართუ ფონდის“ მიერ შესყიდული სესხების სტატუსი ეტაპობრივად იცვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკრედიტო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე ყველა ასეთ სესხს მიეთითება, რომ სესხი „ნაყიდია ფონდ ქართუს მიერ“.
„ქართუ ფონდის“ მიერ შესყიდულ ვალდებულებებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ამ სესხების სტატუსის ცვლილება ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე ყველა ასეთ სესხს მიეთითება, რომ სესხი „ნაყიდია ფონდ ქართუს მიერ“. პროცესის დასრულების შემდეგ კი სესხებს მიენიჭება „დახურულის“ სტატუსი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მას შემდეგ რაც გადმოგვეცემა აღნიშნული სესხების სრული სია, მონაცემები ჩასწორდება ავტომატურად, თქვენი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე,“-აღნიშნულია „კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციაში.