კომპანია Airbnb-მ, რომელიც ინტერნეტით ბინების გაქირავებით არის დაკავებული, კერძო საკუთრების გაქირავების ჩამონათვალიდან ე.წ.სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამოიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
კომპანია აღნიშნული გადაწყვეტილების ამოქმედების მიზეზად სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით კომპანიის შიდა რეგულაციებს ასახელებს.
„ვინაიდან სახლები დავის მთავარ ელემენტს წარმოადგენს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაინტერესებულ პირებს შორის, კომპანიის ჩამონათვალი შესაძლოა მიმდინარე დაძაბულობის ნაწილი გახდეს. ჩვენ დავადგინეთ, რომ კომპანიის ჩამონათვალში სადავო ტერიტორიების არსებობას რეგიონში არსებულ კონფლიქტთან პირდაპირი კავშირი აქვს“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.