2018 წელს საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 2,122 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა.
რაც 63 მლნ ლარით მეტის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წელს უცხოელებმა საქართველოში საბანკო ბარათებით 2,059 მლრდ ლარი დახარჯეს.
რაც შეეხება 2018 წლის დეკემბერს, წინა თვეს უხოელებმა ბარათებით 162 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 30 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის დკემბერში საქართველოში უცხოელებმა საბანკი ბარათებით 132 მლნ ლარი დახარჯეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 89,7 მლნ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 72,3 მლნ ლარის.
რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2018 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში საბანკო ბარათებით (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბანკების) 24 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა. დეკემბერში განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯულმა თანხამ 2,4 მლრდ ლარი შეადგინა.