ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი აცხადებს, რომ ისინი ვინც ამ დრომდე ხმარობენ ტელეფონებს საოპერაციო სისტემით Windows 10, რომელიც იწოდება როგორც Windows Phone, უნდა გადაერთვნენ Ios-ზე ან Android-ზე, ვინაიდან კომპანია გეგმავს შეწყვიტოს Windows-ის მობილური ვერსიის მხარდაჭერა.
Microsoft-მა ჯერ კიდევ 10 დეკემბერს, გამოაცხადა, რომ აპირებს შეწყვიტოს უსაფრთხოების მხარდამჭერი ან ტექნიკური განახლებების გაგზავნა მომხმარებლებისადმი, ეს კი ნიშნავს, რომ ამიერიდან არანაირ განახლებას მობილურ მოწყობილობებში ამ საოპერაციო სისტემაში არ უნდა ველოდოთ.
კომპანია, რომელსაც აქამდე დიდი გეგმები ჰქონდა Windows-ის მობილური სისტემისთვის მას შემდეგ რაც ის პირველად 2010 წელს წარმოადგინა, აცხადებს რომ მას საბოლოო კლავს.
სპეციალისტების აზრით, არის უამრავი მიზეზი, რის გამოც ამ საოპერაციო სისტემამ სმარტფონებში არ გაამართლა, ყველაზე დიდი კი ალბათ, არასაკმარისი აპლიკაციების მხარდაჭერა იყო, განსაკუთრებით ისეთი პოპულარულებისა, რომლებსაც ჰქონდათ Android და iPhone მხარდაჭერა.