2018 წელს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 66,3 მლნ ლარი დაიხარჯა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2018 წელს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 66 375 283 ლარი დაიხარჯა. ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდმა 66 518 138 ლარი დაიხარჯა, პრეზიდენტის ფონდიდან კი 4 857 144 ლარი.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 50 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა წლის ბოლო თვეს ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, ფონდის მოცულობა 10 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა წინა წლების ანალოგიურად, წელსაც მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვითმა ნაწილმა გეგმას ისევ გადააჭარბა, თუმცა სულ რაღაც 1,5 მლნ ლარით.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარზერვო ფონდს, 2018 წელს ფონდიდან 4 857 144 ლარი დაიხარჯა. თანხის უმეტესი ნაწილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, საგანმანათლებლო და კულტურული დანიშნულებით გამოიყო. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ფონდიდან დაახლოებით 267 ათასი ლარი დაიხარჯა. თანხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განკარგა.

ცნობისათვის, წლების განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 5 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა 2019 წლიდან მთავრობამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა. თუმცა სალომე ზურაბიშვილი ახალი ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც თანხების ჩარიცხვა კერძო პირებს შეეძლებათ.