მობილური კომპანიები აბონენტებს ახალ გადასახადს უწესებენ

მობილური კომპანიები აბონენტებს ახალ გადასახადს უწესებენ. კერძოდ, საუბარია, ნომრის მომსახურების საფასურზე, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება. ამ საფასურის ჩამოჭრა აბონენტებისთვის ყოველთვიურად მოხდება.

„ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ. ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში; ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება,“-აღნიშნულია „მაგთის“ განცხადებაში.

ამასთან, კომპანია „მაგთიკომის“ ცნობით, თანხის ჩამოჭრა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება. მათივე ცნობით, ნომრის მომსახურების საფასურის ჩამოჭრა ვერ მოხერხდება, თუ ჩამოჭრის მომენტში ნომერი ორმხრივადაა გათიშული, რის შემდეგაც ნომერი ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით გაუქმდება.

ამასთან, კომპანიები სატარიფო პოლიტიკის ცვლილებასაც გეგმავენ. კერძოდ, "ჯეოსელისა" და "სილქნეტის" აბონენტებისთვის განახლებული ტარიფები 1-ლი მარტიდან, ხოლო "მაგთის" აბონენტებისთვის" 18 თებერვლიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი
„მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს
„ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ"
„სატელეფონო მომსახურებებზე  აბონენტებისთვის  ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს“ - კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“  ტარიფის ცვლილების შეჩერებისკენ მოუწოდებს