იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულოს განცხადება იტალიაში საქართველოს საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე საქართველოს იმ მოქალაქეების არშემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

„იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი“, - ნათქვამია განცხადებაში.