სპეციალისტები დიდ დიღომში აფეთქების ორ კერაზე საუბრობენ და არც დივერსიას გამორიცხავენ

სპეციალისტები დიდ დიღომში აფეთქების სავარაუდო ორ კერაზე საუბრობენ და არც დივერსიას გამორიცხავენ. ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილმა მოადგილემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სიმონიშვილის შეფასებით, მხოლოდ ერთ ბინაში აფეთქება ყველა სართულზე ლიფტის კარის გამონგრევას ვერ გამოიწვევდა. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი ყოფილი პირველი მოადგილე „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების არა ერთი, არამედ ორი კერა იყო, დივერსიის ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ“.

"თუ მეზობლების, თვითმხილველების მოწოდებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ბინა, სადაც, სავარაუდოდ, გაზი დაგროვდა და აფეთქება მოხდა, აფეთქებამდე რამდენიმე საათს დაკეტილი იყო. რადგან ლაპარაკია მე-6 სართულზე არსებულ ბინაზე, დიდი ალბათობით, გაზის გაჟონვა მოხდა შიდა გაყვანილობიდან ან ბინაში არსებული ხელსაწყოდან. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ თუ კორპუსში გაზის გაყვანილობის მიწისქვეშა ქსელი არსებობს, თეორიულად არსებობდა ალბათობა, გაზის მიწისქვეშა გაჟონვა მომხდარიყო. შემდეგ გაზი შესაძლოა გაჰყვეს ტელეფონის კაბელებს, კანალიზაციას და ამ გზით ნებისმიერი სართულის ბინებში დაგროვდეს. რადგან სუნმა მობინადრეები შეაწუხა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლოა დაკეტილი ბინიდან გამოსული გაზის სუნი კი არ იყო, არამედ კანალიზაციას მოჰყვებოდა, რაც მას კიდევ უფრო ამძაფრებდა, ანუ მეთანის სუნს კანალიზაციის სუნიც ერთვოდა. მხოლოდ ერთ ბინაში აფეთქება ვერ გამოიწვევდა ყველა სართულზე ლიფტის კარის გამონგრევას. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების არა ერთი, არამედ ორი კერა იყო, დივერსიის ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ,“-განაცხადა სიმონიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში.

16 იანვარს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

თაია არდოტელი
ვინ არის დამნაშავე, ანუ აფეთქებული უპასუხისმგებლობა - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
„თუ „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება"