დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეფერხებისთვის.