თბილისს microsoft-ს რეგიონული დირექტორი ეწვევა

22 იანვარს, „მაიქროსოფთის“ რეგიონული დირექტორი მსხვილი ბიზნესის მიმართულებით რობერტ ტრნოვეჩი საქართველოს ეწვევა და საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას თემაზე -,,მრავალფეროვნება დასაქმების ადგილას და ქალთა ჩართულობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში."

შეხვედრაზე "მაიქროსოფთის" რეგიონული დირექტორი ისაუბრებს თუ როგორ ეხმარება „მაიქროსოფთი“ კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციაში და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობას.

შეხვედრის მიზანია საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა მიიღონ ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით „მაიქროსოფთის“ პოლიტიკისა და გამოცდილების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ დასაქმების ადგილას მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობას.

აღნიშნული ვიზიტი, სიდას, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა. შეხვედრა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.