WhatsApp  ერთი და იგივე შეტყობინების ხუთზე მეტჯერ გადაგზავნას კრძალავს

მესინჯერ WhatsApp-ის მომხმარებლები ერთი და იგივე შეტყობინების ხუთზე მეტჯერ გადაგზავნას ვეღარ შეძლებენ. ეს კი ხელს შეუწყობს ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებას. ამის შესახებ კომპანია „ფეისბუქის“ კომუნიკაციების პრეზიდენტმა ვიქტორია გრანდმა განაცხადა.

„ჩვენ ვაწესებთ შეზღუდვას ხუთზე მეტ გადაგზავნაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აცხადებს ის.

„როიტერსის“ ინფორმაციით, აქამდე WhatsApp-ის მფლობელებს შეეძლოთ ერთი და იგივე შეტყობინების 20-ზე მეტი ადამიანისთვის ან ჯგუფისთვის გადაგზავნა.

პირველად „ფეისბუქმა“ ერთი შეტყობინების გადაგზავნის შესაძლებლობა 250-დან ხუთამდე შეამცირა ინდოეთში. ეს გასული წლის ივლისში მოხდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ქვეყანაში გავრცელდა არასანდო ინფორმაცია, რამაც შტატ მახარაშტრას ხუთი მცხოვრების თვითგასამართლება გამოიწვია, რომლებიც ეჭვმიტანილნი გახდნენ ბავშვის გატაცებაში. შედეგად კი ამ ხუთი ადამიანიდან სამი მოკლეს.

კოკა კვირკველია