საქართველოში საწვავის იმპორტი 8%-ით გაიზარდა

2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 384.8 ათასი ტონა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

"2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 384.8 ათასი ტონა, რაც 30,8 ათასი ტონით ანუ 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (354 ათასი ტონა).

კერძოდ, მ/წლის I ნახევარში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 171,9 ათასი ტონა, რაც 14,1 ათასი ტონით ანუ 8,2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 212,9 ათასი ტონა, რაც 16,7 ათასი ტონით ანუ 7,8%-ით მეტია 2013 წლის I ნახევრის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 72.1 ათასი ტონა. კერძოდ, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 35,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 37,1 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2014 წლის I ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 138,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,9 %-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 92,5 ათასი ტონა - 24,0 %; ბულგარეთი - 63,6 ათასი ტონა - 16,5 %; საბერძნეთი - 40,2 ათასი ტონა - 10,4%; რუსეთი - 35,7 ათასი ტონა - 9,3%, თურქმენეთი - 13,1 ათასი ტონა - 3,4%.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის I ნახევარში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 69%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 28,5%, A-98 სუპერის მარკის ბენზინი - 2,5%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 35,1%, L-62 დიზელის საწვავი - 64,9%."