აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კარტოფილი და სტაფილო ყველაზე ძვირი საქართველოშია

East fruit-ის მიმდინარე მიმოხილვის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, კარტოფილის და სტაფილოს ყველაზე მაღალი ფასი საქართველოში ფიქსირდება.

18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კარტოფილის საშუალო ფასი 29 ცენტი (77 თეთრი) იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით, ფასი 7%-ით გაიზარდა.

ბაზრის ამავე მიმოხილვის მიხედვით, კარტოფილი ყველაზე იაფი რუსეთსა და ტაჯიკეთშია. რუსული კარტოფილის ფასი არ შეცვლილა, რაც შეეხება ტაჯიკეთს, აქ ფასი 20%-ით შემცირდა და 1 კგ კარტოფილის ღირებულება 18 ცენტი (47 თეთრი) გახდა.

სტაფილოს ყველაზე მაღალი ფასი, ისევე როგორც ადრე, კვლავ საქართველოში ფიქსირდება, სადაც 1 კგ 58 ცენტია (1,54 ლარი) ღირს.

ნინი ქეთელაური