წარმატებული, საქმიანი ადამიანებისთვის აქსესუარებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ, დიდი მნიშვნელობა აქვს.
აუცილებელია, რომ ეს აქსესუარები პრაქტიკული და ამავდროულად, დახვეწილი და ლამაზი იყოს. საქართველოში ასეთი ნივთების შერჩევა მარტივი ნამდვილად არაა, რადგან ამ მიმართულებით ბაზარი მრავალფეროვანი არაა. თუმცა არსებობს ერთი უნიკალური სივრცე „ლუპენი“, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გამორჩეული აქსესუარები.
„ლუპენი“ წარმოგიდგენთ ისეთ პრემიუმ ბრენდებს, როგორიცაა Hugo boss, Waldmann, Nina Ricci, Cerruti, Pierre Cardin, Moleskine და ა.შ. სწორედ ამ მაღალი კლასის ბრენდების კალმები, ბლოკნოტები, ორგანაიზერები, ქამრები, ლეპტოპისა თუ ტელეფონის ქეისები და სხვა აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ „ლუპენში“, რომლის სტენდებიც „ბიბლუსი გალერეის“ სივრცეებში მდებარეობს.
კალამი ისეთი სახით, როგორიც დღესაა მხოლოდ მე-19 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. მისი პატენტი 1888 წელს შექმნეს და ძალიან მალე გადაიქცა ყოველდღიურობაში გამოყენებად ძალიან საჭირო ნივთად. ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა Waldmann-ია, ზუსტად 100 წლიანი ისტორიით. ფირმის ისტორია 1918 წელს სამხრეთ გერმანიაში იწყება და პირველი კალმის გამოშვებიდან მუდმივად ითვლებოდა ერთ-ერთ გამორჩეულ ინოვატორად მოცემულ დარგში. ამის მაგალითია ის, რომ სწორედ Waldmann-მა დააპატენტა 2 და 4 ფერიანი კალმების სისტემა. Waldmann-ის კალმის ქონა გერმანიაში ჩვეულებრივ მოვლენად არ ითვლება და ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებული საჩუქარია. კალმების დიდი ნაწილი მხოლოდ 1 ეგზემპლარის სახით არსებობს და ფაქტობრივად, უნიკალურია. სწორედ ამიტომ Waldmann-ის აქსესუარების ქონა საქართველოშიც მეტად პრესტიჟულია.
კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელსაც „ლუპენი“ წარმოგიდგენთ არის "Moleskine". ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც 1997 წელს მარია სებრეგონდმა მილანში შექმნა. მის პროდუქციებს შორის დიდი ადგილი უკავია პრემიუმ კლასის დღიურებს, ორგანაიზერებს, ბლოკნოტებს და უმაღლესი ხარისხის კალმებს. "Moleskine"-ს ორგანაიზერები და ბლოკნოტები განსაკუთრებული დახვეწილობით გამოირჩევა. მაღალი ხარისხის ტყავის ყდები და მომრგვალებული კუთხეები ნივთებს ორგინალურობასა და პრაქტიკულობას სძენს. განსაკუთრებული შტრიხი კი მათი შესაკრავია, რომლითაც მარტივად ამოიცნობთ "Moleskine"-ს პროდუქციას.
სწორედ ამ და კიდევ სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი „ლუპენში“. ასევე, შესაძლებელია გრავირება სასურველი ტექსტით კალმებზე.