თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტრამენტმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის რეაბილიტაცია დაასრულა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზაგამტარი, გასული საუკუნის 80-იან წლებშია აგებული, ხიდი დაზიანებული იყო და არ შეესაბამებოდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

„რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად, ხიდზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა, კერძოდ: განხორციელდა გზაგამტარის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი მოაჯირები და სადეფორმაციო ნაკერები. განახლებულ ხიდზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 984 200 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.