მთავრობა მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიკაციას მოახდენს

მთავრობა საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიკაციას მოახდენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 257 500 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების საგანს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიკაცია, ადგილმდებარეობის დაზუსტება და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება წარმოადგენს.

რაც შეეხება, სამუშაოს შესრულების ვადას, მომსახურების მიწოდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოხდეს.

თაია არდოტელი