საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 148 100-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.
ამის შესახებ ინფორმაცია ტექინსპექტირების „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2018 წლიდან დღემდე ინსპექტირება 148 100-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათი 68 პროცენტზე მეტი პირველივე შემოწმებისას გამართული აღმოჩნდა, ხოლო 2,5 პროცენტს გზებზე მოძრაობა აეკრძალა, რაც დაახლოებით 3 702 ავტომობილია.
შესაბამისად, გამოდის, რომ 2018 წლიდან დღემდე გზებზე გადაადგილება დაახლოებთ, 3 702 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა. ცნობისთვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან გახდა სავალდებულო. თუმცა, აღნიშნული რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა.