დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებზე დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.
თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.