ნაძალადევის რაიონში 15 ფიტნეს ზონის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ფიტნეს ზონა, რომელიც ზესტაფონის ქ. N19ა-ში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.
„სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნეს ზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
17 ახალი ფიტნეს ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.