მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დასასწრებად ჩასულ სტუმრებს „ჰანედას“ აეროპორტში შესაძლოა, დახვდეთ აეროპორტის ავტობუსი, სადაც მძღოლი არ იქნება.
ამ ავტობუსის ცდები ამჟამად მიმდინარეობს. მასზე მუშაობა ერთობლივად დაიწყო ექვსმა იაპონურმა კომპანიამ, მათ შორის, ნაციონალურმა გადამყვანმა ANA-მ. ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 10 დღეა. ეს არის მინიბასის პროტოტიპი, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება.
ამ დროისთვის და სამომავლოდაც ავტობუსის მძღოლის ადგილზე თეთრხელთათმანებიანი მძღოლი აუცილებლად იჯდება იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდა, რომ მართვა საკუთარ თავზე აიღოს. ავტობუსი გათვლილია 10 მგზავრზე, ის 30 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.
ავტობუსის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ცდები წარმატებით დასრულდება და ოლიმპიური თამაშებისთვის მგზავრების გაკვირვებას ამითაც შეძლებენ.