სად აგრძელებს საქმიანობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი GIPA-ში სა­ლექ­ციო კურსს წა­ი­კი­თხავს თე­მა­ზე "პო­ლი­ტი­კა". კურ­სის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს გა­აც­ნოს პო­ლი­ტი­კის თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბი;

გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­როს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სის გან­სხვა­ვე­ბულ ას­პექ­ტებ­ში, მათ შო­რის: ფი­ლო­სო­ფია, ის­ტო­რია, ეკო­ნო­მი­კა, სო­ცი­ო­ლო­გია, პო­ლი­ტო­ლო­გია, მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­თო­დე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და სხვა.

კურ­სზე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ინ­დი­ვი­დის როლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ძალ­თა ბა­ლან­სი­სა და გა­და­ნა­წი­ლე­ბის, მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ეროვ­ნუ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის, ეროვ­ნუ­ლი მე­დე­გო­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სის­ტე­მურ რე­ჟიმ­ში მოხ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა.

რო­გორც GIPA-ში აცხა­დე­ბენ, კურ­სზე ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და შე­ად­გენს 25 სტუ­დენტს. სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით. შევ­სე­ბუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა უნდა გა­და­იგ­ზავ­ნოს 30 იან­ვრამ­დე, მი­სა­მარ­თზე: gipa.elective@gipa.ge

შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბია: 50% - GPA და 50% - სა­აპ­ლი­კა­ციო გა­ნა­ცხა­დის შე­ფა­სე­ბა. კურ­სზე შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი შე­სა­ბა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ 1 თე­ბერ­ვალს.