მიმდინარე თვის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში თხილის სახეობებისა და კაკლის ფასები გაიზარდა. თუმცა, როგორც East Fruit-ი ბაზრის საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით წერს, იანვრის პირველ რიცხვებში თხილეულის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა), ნუშისა და კაკლის ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ საქართველოზე არ ასახულა, სადაც 1 კგ პროდუქტის ფასი უცვლელად კვლავ, 8,39 დოლარი დარჩა.
ფასი ყველაზე მერყევი მოლდოვაში იყო, სადაც იანვრის დასაწყისში თხილეულისა და კაკლის ღირებულება ერთი მეოთხედით გაიზარდა, ახლა კი მისი ფასი 4,37 დოლარია.
პროდუქციის ფასის ზრდის მაქსიმალური მაჩვენებლი რუსეთში დაფიქსირდა, სადაც კაკლისა და თხილეულის ფასი 9,11 დოლარი გახდა.
როგორც East Fruit წერს, იანვრის მეორე ნახევრისთვის თხილისა და კაკლის ფასი შედარებით დასტაბილურდა. მათივე ინფორმაციით, ფასების ზრდის დინამიკა სხვა ქვეყნებში შედარებით უმნიშვნელო იყო.
ბაზარზე ფასების ზოგადი მიმოხილვით, კაკლი და თხილეული ყველაზე ძვირი ტაჯიკეთშია, სადაც კგ პროდუქციის ფასი საშულოდ, 10,07 დოლარია.