დიდუბის რაიონის გამგეობა ნოდარ ბოხუას ქუჩის ქვედა მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ 3 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი განახორციელა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ნოდარ ბოხუას ქუჩის ზედა მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი 4 000 კვ.მ-ია, რამდენიმე თვის წინ დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ტროტუარი და ბორდიური.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დრო“ ასრულებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.