2018 წელს ევროკავშირში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 85%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი 73% იყო, უფრო ადრე, 2007 წელს კი 57%. ამის შესახებ მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.
Eurostat-ის მონაცემებით, ინტერნეტის მომხმარებელთა წილი ყველაზე დიდია დანიაში - 98% და ყველაზე მცირე ბულგარეთში - 65%.
მათივე ინფორმაციით, ინტერნეტის გამოყენების 73% მოდიოდა ელექტრონული წერილების მისაღებად ან გასაგზავნად, ხოლო 70% შემთხვევაში ინფორმაციის მოსაძიებლად პროდუქციასა და მომსახურებაზე.
მომხმარებელთა ნახევარზე მეტი ინტერნეტს იყენებს ვიდეო კონტენტის საყურებლად, სოციალურ ქსელებში ურთიერთობისთვის, საბანკო მომსახურებებისთვის და სამედიცინო ინფორმაციის მოსაძიებლად.