2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.7 პროცენტით გაიზარდა) და 2019 წლის პირველი იანვრისათვის 39.7 მლრდ ლარს მიაღწია.
მათივე ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.