კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმური ინსპექტირების გამო, 28 იანვარს, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით, 10:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.