„ინგლისის ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილოს ვენესეულეას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თხოვნა, დაუბრუნდეს ქვეყანას მათი კუთვნილი ოქროს ზოდები, რომელთა ჯამური ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის ოფიციალურმა პირებმა მათ შორის, ჯონ ბოლტონმა და მაიკ პომპეომ მიმართეს თხოვნით დიდ ბრიტანეთს დახმარებოდნენ შტატებს „ვენესუელას რეჟიმის მიერ უცხოურ აქტივებზე წვდომაში“. ვესეუელაში არსებული სიტუაცია და იქ დემოკრატიული ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობის შესახებ საკითხები განიხილეს ამერიკის ვიცე-პრეზიდეტნმა მაიკ პომპეომ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა შეხვედრაზე. მათ ოპოზიციონერ ლიდერს ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჯერ კიდევ გასული წლის 7 ნოემბერს „თაიმი“ წერდა, რომ „ინგლისის ბანკი“ უარს აცხადებდა ვენესუელასთვის ნახევარი მილიარდის ოდენობის ოქროს ზოდების დაბრუნებაზე. მაშინ მიზეზი ფულის გათეთრებასთან ბრძოლა სახელდებოდა. იმ დროს ბრიტანულმა მხარემ მოითხოვა განმარტება, თუ როგორ უნდა დაეხარჯა და გამოეყენებინა ქვეყანას ეს ოქრო. დეკემბერში კი ვენესუელელმა ოპოზიციონერებმა ბანკს მიმართეს თხოვნით, ნიკოლას მადუროს რეჟიმისთვის არ დაებრუნებინათ აღნიშნული აქტივები, ვინაიდან იყო დიდი ალბათობა მათი არაკეთილსინდისიერად და არა კეთილი საქმეებისთვის გამოყენების. კოკა კვირკველია