საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები", - ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.