საქართველოში საოჯახო მეურნეობების რაოდენობა 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 2%-ით, თითო საოჯახო მეურნეობაზე 3.5 კაცით გაიზარდა.
ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2013 წელს მათი რიცხვი 1.04 მლნ იყო, 2017 წელს კი 1.06 მლნ შეადგინა. ამასთან, 2017 წელს საოჯახო მეურნეობების ხარჯებმა 1 319 ლარი შეადგინა. აქედან 37%, 480 ლარი საკვებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და თამბაქოზე მოდიოდა.
ტრანსპორტსა და კომუნიკაციებზე მთლიანი ხარჯების 17%; რესტორანი, დასვენება - 10%; ტანსაცმელზე - 10%; ჯანმრთელობის დაცვაზე - 8%; კომუნალურებზე - ხარჯების 8%; ხოლო განათლებაზე - 5% მოდიოდა.