დონალდ ტრამპმა თავისი კვარტალური ხელფასი, 100 ათასი დოლარი, ალკოჰოლიზმის კვლევის ეროვნულ ინსტიტუტს გადასცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი კვარტალური ხელფასი 100 000 აშშ დოლარი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის კვლევის ეროვნულ ინსტიტუტს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი ძმა ფრედ ტრამპი 1981 წელს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს ის თავის წლიურ ხელფასს 400.000 აშშ დოლარს სხვადასხვა უწყებებს გადაცემს.