„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას სამ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხად გზები, გარემოს დაბინძურება და კომუნალური გადასახადი მიაჩნია.
კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინტრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს თუ სოფელს აწუხებს, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ეს პრობლემა არის გზები, 22% - გარემოს დაბინძურებას ასახელებს, ასევე 22% - კომუნალურ გადასახადებს, 18% - წყლით მომარაგებას, 14% - კანალიზაციას, 13% - საგზაო მოძრაობას, 12%- საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 11-11% - გაზმომარაგებას, სუფთა ქუჩებს და უსახლკარო ცხოველებს და ა.შ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.