კომპანიამ JLL-მა, რომელიც უძრავი ქონებისა და ინვესტიციების სფეროში მუშაობს, მსოფლიოს ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ცნობისათვის, City Momentum Index-ი უკვე მეექვსე წელია ქვეყნდება. რეიტინგის შედგენისას რამდენიმე მაჩვენებლის შესწავლა ხდება, მათ შორის, ვაჭრობის, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების სფეროების.
ამჯერად ჯამში შეფასდა 131 განვითარებადი საქმიანი ცენტრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ყველაზე დინამიურია, სწორედ ამ რეგიონშია განთავსებული 19 ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქალაქი რეიტინგის პირველი ოცეულიდან.
წარმოგიდგენთ ტოპ-10 ყველაზე დინამიკურად განვითარებად ქალაქს:
10. გუანჩჯოუ, ჩინეთი
9. სიანი, ჩინეთი
8. ხოშიმინი, ვიეტნამი
7. შენაი, ინდოეთი
6. ნაირობი, კენია
5. პუნა, ინდოეთი
4. დელი, ინდოეთი
3. ჰანოი, ვიეტნამი
2. ჰაიდარაბადი, ინდოეთი
1. ბანგალორი, ინდოეთი