თბილისის მერია გორგასლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა, გორგასლის ქუჩაზე, სანაპიროსთან არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვეშ, გვირაბის საშუალებით გავა, ხოლო მიწის ზემოთ, აღნიშნულ მონაკვეთზე მწვანე სივრცე მოეწყობა.
კალაძის თქმით, მეტეხის ხიდის გაგრძელებაზე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება, რომელიც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
მისივე ინფორმაციით, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამწვანდება. პროექტი 110 მილიონი ლარი დაჯდება და 2020 წელს დასრულდება.