აშშ-მ Huawei სამრეწველო შპიონაჟში დაადანაშაულა

აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ჩინური კომპანია Huawei რამდენიმე დანაშაულში ამხილა, მათ შორის, ბრალი დასდო სამრეწველო შპიონაჟში, სანქციების დარღვევასა და თაღლითობაში. ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა მეთიუ უითაკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, კომპანიისადმი ბრალის წარდგენა მოხდა ნიუ-იორკსა და სიეტლში. მოსამართლეების კრებამ ორივე შემთხვევაში ხელისუფლების ხელთ არსებული სამხილები ბრალის წარსადგენად საკმარისად ჩათვალა.

ბრალდების არსი

სიეტლში Huawei ბრალდებულია 10 პუნქტით. ისინი ეხება კომპანიის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით უკანონოდ ცდილობდნენ მოეპოვებინათ მონაცემები ავტომატიზირებულ მოწყობილობაზე, რომელსაც ამერიკული კომპანია T-Mobile სხვადასხვა სმარტფონების ტესტირებისთვის იყენებდა. აღნიშნულ საქმეზე კომპანიას ბრალი 2017 წელსაც წარუდგინეს და მაშინ მას T-Mobile-ის სასარგებლოდ 4,8 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.

ფინანსური დანაშაული

ნიუ-იორკში Huawei-ს, მის შვილობილ კომპანიებს და აღმასრულებელ დირექტორ მენ ვანჩჟოუს ბრალი წარდგენილი აქვთ 13 პუნქტში. „2007 წლიდან მოყოლებული კომპანიის თანამშრომლები კავშირის ცრუ არხებით უკავშირდებოდნენ მათ შვილობილს ტრუქტურას სახელწოდებით Skycom, რომლის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ პარტნიორებს და ისინი შეცდომაში შეჰყავდათ, თითქოს კომპანია არ არღვევდა ირანისთვის დაწესებულ სანქციებს. „სინამდვილეში კი Huawei-მ Skycom მიჰყიდა ისევ თავის თავს“ - განაცხადა უითაკერმა. მისივე თქმით, ამ გზით კომპანია ინარჩუნებდა ამერიკულ ბანკებთან და კომპანიებთან საქმიან კავშირებს.

ნიუ-იორკში კომპანიას ასევე ედავებიან ცრუ ინფორმაციის წარმოდგენასა და სამხილების მიზანმიმართულ განადგურებაში და სავარაუდო მოწმეების ჩინეთში გაგზავნაში. დასკვნაში წერია, რომ Huawei ინკრიმინირებულია ფინანსურ თაღლითობაში, სახსრების გადინებასა და ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დარღვევაში.

უითაკერმა განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ ითხოვენ მენ ვანჩჟოუს ექსტრადირებას, რომელიც მანამდე კანადაში დააკავეს ვაშინგტონის მოთხოვნის საფუძველზე. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მენ ვანჩჟოუმ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი Huawei-მ Skycom-თან კავშირში.

Huawei - ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ჩინური კომპანია, რომლის სუფთა მოგებამ 2017 წელს 7,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ის არის ლიდერი კომპანია 5G ტექნოლოგიის განვითარებაში. ამ ტექნოლოგიის მის სმარტფონებში გამოყენება კი Huawei -ს ლიდერ კომპანიად აქცევს მსოფლიოში.

კოკა კვირკველია