„სილქნეტის“  შეტყობინება „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის

„სილქნეტი“ მომხმარებელს მობილურ ქსელში ჩატარებული გეგმიური სამუშაოების შესახებ აწვდის ინფორმაციას. „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სილქნეტმა 25 იანვარს აცნობა თავის მომხმარებელს, რომ ჯეოსელის ქსელში ჩატარდა მასშტაბური სისტემური განახლება, რაც მასიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

ამ სისტემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მომდევნო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს განახლებული სისტემის ოპტიმიზაცია, რაც, შესაძლოა, გარკვეულ შეფერხებებთან იყოს დაკავშირებული. ამჟამად, გრძელდება მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში, რათა უმოკლეს ვადაში დასრულდეს აღნიშნული ოპტიმიზაციის სამუშაოები და სრულად აღდგეს მობილური სერვისის შეუფერხებელი მიწოდება მომხმარებლებისთვის. კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის,“-აღნიშნულია განცხადებაში.

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს